ბრაზილიელი ფანები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს დაესხნენ თავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის სერია A-ს მე-10 ტურში "კორინთიანსი" გასვლაზე "ფლუმინენსესთან" 1:2 დამარცხდა, რამაც სტუმარი კლუბის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია.

13 სექტემბერს გამართული მატჩის შემდეგ ფეხბურთელები სან-პაულუში დაბრუნდნენ, აეროპორტში კი გაცეცხლებული გულშემატკივრები დახვდნენ.

როცა მოთამაშეები კლუბის ავტობუსისკენ გაემართნენ, ფანები მათ თავს დაესხნენ. ფეხბურთელები სატრანსპორტო საშუალებაში სწრაფად ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ფანები ამაში ხელს უშლიდნენ და სხვადასხვა "თბილი სიტყვით" ამკობდნენ.

დაზიანება არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია, არც ფანებიდან დაშავებულა ვინმე.

აგრესიის მიზეზი კი ის გახლდათ, ბოლო 5 მატჩიდან "კორინთიანსმა" მხოლოდ 1 მოიგო და 1 ითამაშა ფრედ, დანარჩენ
3-ში დამარცხდა. გუნდი 9 ტურის შემდეგ კი სერია A-ს ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს სჭირდებათ ქართველ ფეხბურთელებსაც უსირცხვილოდ,რომ აგებენ და თავში ხელფასის გარდა არაფერი უტრიალებთ ))) მაისურები უნდა დაახიო ყველას არც მაისურის ტარებას იმსახურებენ ეგენი
1
აი ესეთი ფანები უნდა ყავდეს ბარსას, რომ დედა უტირონ ბართომეუს.
ყოჩაღთ.
11:32 15-09-2020
0

სიახლეები პოპულარული