მესი ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელია

AutoSharing Option
2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის სათავეში ლიონელ მესია. სიას, რა თქმა უნდა, "ფორბსი" აქვეყნებს. მესიმ პირველი ადგილი საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებით დაიკავა - 126 მილიონი დოლარი... აქედან არგენტინელი ხელფასის სახით 92 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებიდან - 34 მილიონს. 

მივადექით მეორე ადგილს და ალბათ, არავის გვიკვირს, რომ აქ "იუვენტუსის" თავდამსხმელი - კრიშტიანუ რონალდუა, 117 მილიონი დოლარი. ხელფასი - 70 მილიონი და სარეკლამო კონტრაქტებით, რა თქმა უნდა, 47 მილიონი დოლარი. მესამე და მეოთხე ადგილებს პსჟ-ის შემტევები - ნეიმარი და კილიან
მბაპე იყოფენ, თავის მხრივ, 96 და 42 მილიონი ევროს ოდენობით. 

ამ მონსტრებთან ერთად ასევე ათეულში არიან: მოჰამედ სალაჰი, პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი, გარეთ ბეილი, რობერტ ლევანდოვსკი და დავიდ დე ხეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მორიგი ზღაპარი ზოგიერთი გონებასუსტი მესისტის გულის მოსაფხანად. 2020 წლის დამთავრებამდე 4 თვეა და საიდან უნდა იცოდენ ვინ რამდენი იშოვნა.ამ სამარცხვინო სეზონის შემდეგ თუ 92 მილიონი გადაუხადეს მაშინ ბარტომეოს რას ერჩიან.მთავარია კრიშტიანოზე წინ დააყენონ.ვერ მოუნელებიათ ნაკრებში კოსმოსური შედეგი 101 ბურთი.
mister 101
12:19 16-09-2020
4
დოლარს და ევროს შორის,სხვაობას ვერ ამჩნევთ?
სოსო
17:47 15-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული