ფეხბურთის დანიელმა ლეგენდამ სისხლის კიბო დაამარცხა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბრაიან ლაუდრუპმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის კიბოსაგან საბოლოოდ განიკურნა.

"დღეს, 10-წლიანი მკურნალობისა და დაკვირვების შემდეგ, ლიმფომისაგან საბოლოოდ განვიკურნე. დიდი მადლობა ბრწყინვალე ექიმებს." - დაწერა ბრაიანმა.

ბრაიან ლაუდრუპმა თავის უფროს ძმა მიკაელის გარეშე 1992 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. საკლუბო კარიერის მანძილზე კი ბრაიანი მიუნხენის "ბაიერნში", "ფიორენტინაში", "მილანში", "ჩელსიში", "რეინჯერსში", "აიაქსსა" და "კოპენჰაგენის" რიგებში თამაშობდა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ძმაზე არანაკლებ მაგარი ფეხბურთელი, უმთავრესად ალბათ მაინც მისი დამსახურებაა დანიის ნაკრების 1992 წლის ევრო ჩემპიონობა.
0
ღმერთმა გაუმარჯოს.ძალიან დახვეწილი და ინტელექტუალური თამაშით გამოირჩოდნემ.
თემო
18:58 15-09-2020
0

სიახლეები პოპულარული