"სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, მოსკოვის "დინამო" გუნდის მთავარ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს თბილისის "ლოკომოტივთან" წაგებას (1:2) არ აპატიებს და კლუბიდან გაუშვებს.
გამოცემა ამბობს, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობამ ახალი დამრიგებლის ძებნა თბილისური მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო და მთავარ კანდიდატად ყურბან ბერდიევი სახელდება.
ყურბან ბერდიევი ქართველებისთვის ნაცნობი სპეციალისტია. "რუბინში" მუშაობისას მასთან საბა კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, დათო კვირკველია, მამუკა კობახიძე თამაშობდნენ. ბერდიევს ზურიკო დავითაშვილის საკუთარ გუნდში ხილვაც ძალიან სურდა.
მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]
2 სიტყვა რომელიც რუსს ქომაგს გულში ამოეკვეთა სამუდამოდ, არ დაავიწყდება არასდროს და ჩუმად ქედს მოიხრის მის გაგონებაზე:
თბილისის ლოკომოტივი -
რუსული დელეგაციების ასე ლამაზად გაცილება საქართველოდან დაგვბედებოს ღმერთო