"იუვენტუსიდან" აბარგებული 32 წლის თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მაიამის "ინტერში" გადავიდა.
ამერიკულმა კლუბმა არგენტინელ ფორვარდს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 8.9 მილიონი დოლარი დაუნიშნა.
"ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ეს სწორედ ისაა, რასაც ვეძებდი - ახალი ლიგა, ახალი ქალაქი.
აქ ყოფნით მართლაც ბედნიერი ვარ. ჩემი მიზანია ევროპაში შეძენილი გამოცდილება გუნდს გადავცე და ზრდაში დავეხმარო", - განაცხადა "პიპიტამ".
ადრე ამავე გუნდში ექს-იუვენტუსელი ბლეზ მატიუიდი გადავიდა.