ბელგიის პირველი ლიგის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ მეექვსე გოლი გაიტანა.
19 წლის მიქაუტაძის "სერენი" მეოთხე ტურში სტუმრად 2:3 დამარცხდა "უნიონთან". გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 59-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. არადა, მოგების შემთხვევაში "სერენი" ერთპიროვნულად გალიდერდებოდა.
მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.
ეს აპრობირებული მეთოდია საკლუბო ფეხბურთში.
რაც შეეხება ნაკრებს ამისათვის უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ამის შემდეგ ავტომატურად ხდება უკვე ლეგიონერი საფრანგეთში, რადგან საფრანგეთი უწყვეტს მოქალაქეობას ,ხოლო აი ეს სიტუაცია რამდენად ჯდება ფეხბურთელის და თავად იმ კლუბის ინტერესებში სადაც თამაშობს უკვე მეორე საკითხია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება კარიერის სტარტზე როცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ეს გარკვეულ წილად დაბრკოლებაა. აკაკი გოგია უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე რადგან ამ შემთხვევაში გერმანის მოქალაქეობის დათმობა უწევდა და ხდებოდა ლეგიონერი და აქედან გამომდინარე მან ეს არ ისურვა,მიქაუტაძის შემთხვევაში რა იქნება არ ვიცი ეგ უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული მე ვისურვებდი მის ხილვას ნაკრებში ახლა თუ არაა მომავალშიც.