დანი ალვეშს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს

AutoSharing Option
ბრიტანული საიტი goal.com-ი წერს, რომ "სან პაულუს" 37 წლის მცველ დანი ალვეშს ბრაზილიაში ყოფნა მობეზრდა და კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელს სამშობლოდან წამოსვლა დაბრუნებიდან 13 თვეში სურს. ალვეში ფეხბურთთან კავშირის არმქონე ფაქტორებით არის განაწყენებული და სამშობლოში თამაშიც ამიტომ აღარ უნდა. არადა, მიმდინარე სეზონში უკვე 5 თამაშის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.

ფეხბურთელი  "სან პაულუს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა.  ბრაზილიელი მცველი კარიერის მანძილზე "ბაიას", "სევილიას", "ბარსელონას", "იუვენტუსის", პსჟ-სა და "სან პაულუს" მაისურით გამოდიოდა. ალვეშს 40
ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახლავთ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული