პეტერბურგის "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსანდრ კერჟაკოვმა "ტომი" ჩაიბარა.
ახალი ამბის შესახებ "ტომის" მესვეურებმა ოფიციალური "ტვიტერის" გვერდის მეშვეობით გვამცნეს. 37 წლის კერჟაკოვი ბოლოს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ კერჟაკოვი რუსული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 216 გოლით.