"სევილია" გაუძალიანდა, მაგრამ "ბაიერნმა" სუპერთასიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის სუპერთასზე "ბაიერნმა" "სევილია" დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და მალე პირველი გოლიც გავიდა. დავიდ ალაბა საკუთარ საჯარიმოში უხეშად გაისარჯა, რაკიტიჩს უბიძგა, თავად ყვითელი ბარათითა და „ბაიერნი“ მასთან ერთად პენალტით დაისაჯა, რომელიც ლუკას ოკამპოსმა გაიტანა. მიუნხენელები ანგარიშის გასათანაბრებლად დაიძრნენ, ბევრიც უტიეს და საწადელს 34-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც ლეონ გორეცკამ ულამაზესი კომბინაციის შემდეგ ზუსტად დაარტყა და ბონო უძლური აღმოჩნდა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ტერიტორიული უპირატესობა „ბაიერნს“ ეპყრა, თუმცა „სევილიას“ კონტშეტევები არანაკლებ საშიში იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის
მეკარე საიმედოდ იდგა. ასე თვალსასეირო თამაშში დასრულდა კიდეც ძირითადი დრო და ოვერტაიმში გადავიდა.

მოედანზე დიდი არაფერი შეცვლილა იქამდე, ვიდრე ბონომ 104-ე წუთზე ერთადერთი შეცდომა არ დაუშვა. „სევილიას“ მეკარემ ბურთი უხერხულად, წინ მოიგერია და ხავი მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარი გამოგრჩათ - სახეს ასპროცენტიანი გოლი არ ჩათვალა მსაჯმა და საერთოდ ცუდად იმსაჯა
????
10:56 25-09-2020
1
გასაგებია, რომ ყოვლთვის, გერმანელებმა სადაც დაიჭირეს ინგლისელები, იქვე იხმარეს, მაგრამ ასეთი მსაჯობა ნამეტანია, თუნდაც სუპერთასზე და თუნდაც ინგლისელისგან, ან რა პენალტი დადო, ან რა ბურთი არ ჩათვალა?! ბაიერნი დღეს კოსმოსია!!!
2

სიახლეები პოპულარული