თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მოსაკლავად მისმა მეუღლემ ქილერი დაიქირავა

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ემრე აშიკის მეუღლემ, იაგმურ აშიკმა ქმრის მოსაკლავად ქილერი დაიქირავა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა, - იტყობინება "ჰურიეთი".

იაგმურმა თავის საყვარელს, ერდი სურგუნს 46 წლის მეუღლის მოკვლა შესთავაზა. ერდიმ ამისათვის ქილერი გააცნო, რომელმაც სასჯელი სამი ადამიანის მკვლელობისათვის მოიხადა.

იაგმურმა ქილერს მეუღლის მკვლელობისთვის და უსაფრთხო ადგილას დამარხვისთვის 10 მილიონი თურქული ლირა (დაახლოებით 1.1 მილიონი ევრო) შესთავაზა და პისტოლეტი გადასცა. ქილერმა კი შეკვეთა არ მიიღო და ყველაფერი აშიკს მოუყვა.

იაგმური და სუნგური მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

"მასთან რომანი მქონდა.
უნდოდა მეუღლის ქონება ხელში ჩაეგდო და მისი მოკვლა შემომთავაზა, მე კი უარი ვუთხარი", - აღიარა სურგუნმა.

ემრე და იაგმური 2012 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავთ. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ემრემ სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო და ახლა საკმაოდ მდიდარია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სერიალი კი არა, ნაღდში ყოფილა ეგ ამბები.
ვაი ბეჰიმ შეითან!
მეთევზე ალი
10:05 06-08-2022
0
დოლოყაშვილის თურქული ვარიანტი
zgiga
12:44 26-09-2020
1

სიახლეები პოპულარული