ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".
19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.
"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.
მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.
ისე, ეს ყმაწვილი დასაკარგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.