ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".
19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.
"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.
მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.
ისე, ეს ყმაწვილი დასაკარგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.
2 ამ შემთხვევაში ხდება უკვე ლეგიონერი საფრანგეთში,ხოლო იქ ლეგიონერების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ და რაც ასევე გარკვეულ წილად შეიძლება საფრთხე აღმოჩნდეს ახალგაზრდა ფეხბურთელთელისთვის ვინც ახლა იწყებს კარიერას. უამრავი მიზეზია მაგალითად აკაკი გოგიამ რომელიც ბუნდესლიგას თამაშობს და გერმანის მოქალაქეა მან უარი თქვა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე რადგან ამ შემთხვევაში ხდებოდა ლეგიონერი და კარგავდა გერმანის მოქალაქეობას რაც მას არ სურდა იგივე პრობლემის წინაშე დადგება მიქაუტაძეც აქედან გამომდინარე მე მიქაუტაძეს უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებში ვერ ვხედავ,რადგან არამგონია ის ამ ყველაფერს შეელიოს რისი დაკარგვის საფრთხის წინაშეც დადგება,ახლა ისე თამაშობს თუ ასე გაგრძლებს შეიძლება საფრანგეთის ნაკრებშიც კი მოხვდეს ჯერ სულ 5 ტური ჩატარდა და უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.
შეიძლება ვინმემ თქვას რომ ეს ბელგის მე 2 ლიგაა კი ასეა მაგრამ თამაშის ხარისხს და შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრს დღეს ვინც მსოფლიო დონის ვარსკვავია ახალგაზრდობაში მე 2 და მე 3 ლიგის გუნდებშიც უთამაშიათ.