MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით შეხვედრაში მაიამის "ინტერი" "ფილადელფიასთან" 0:3 დამარცხდა, ხოლო ფლორიდელთა ახალწვეულმა გონსალო იგუაინმა პირველ შეხვედრაში პენალტი გააფუჭდა და იჩხუბა კიდეც.
გონსალომ 11-მეტრიანის შესრულების უფლება 77-ე წუთზე მოიპოვა, დაარტყა და კარს გადააცილა. ამას მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელების დამამცირებელი ოვაციები მოჰყვა და არგენტინელმა ვეღარ მოითმინა.
იგუაინი დევიდ ბექჰემის "ინტერში" სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა. გონსალო კლუბს უფასოდ შეუერთდა.