ქართველი ფორვარდები უზბეკეთში (ყაზახეთში) მიდიან, უზბეკი კი სერია A-ში გადადის

AutoSharing Option
Sport Italia-ს ჟურნალისტ ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "როსტოვის" უზბეკი ფორვარდი ელდორ შომორუდოვი კარიერას სერია A-ში განაგრძობს.

უზბეკეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, მალე "ჯენოას" შეუერთდება და იტალიელები მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროსაც გადაიხდიან.

შომორუდოვმა კარიერა, ალბათ, ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობ კლუბ "მაშალ მუბარექში" დაიწყო. 2015-17 წლებში ის "ბუნიოდკორის" რიგებში თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან "როსტოვის" ღირსებას იცავს.

გასულ სეზონში უზბეკმა რუსეთის პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 10 გოლი შომორუდოვმა საწყის
12 ტურში შეაგდო, დარჩენილ 16 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. თავი წლევანდელ სეზონში არ გამოუჩენია, თუმცა სერია A-ში მაინც ითამაშებს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
როსტოვთან თამაშში ხვიჩამ ბირთი გადააგლიჯა მთელ როსტოვს და ეს საერთოდ არ ჩანდა. რა მოეწონათ ამ ხე ფეხბურთელის მაგრად მიკვირს.
iase
16:26 29-09-2020
4
გადასვლა კარგია მარა რას იზამს ეგაა საქმე, მასე ბელარუსი კუტუზოვი გადავიდა მილანში შევჩენკოზე უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მარა სადაა ახლა? კაცმა არ იცის.
1

სიახლეები პოპულარული