საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღში საომრად წავიდა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული "ლარისას" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

აროიანი მცველია, "პიუნიკის" აღზრდილია, ბოლოს ირანის "პადიდესა" და რუსეთის "ურალში" თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიასა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.

11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევ
ანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თუ ის გაიწვიეს, ის ვერფერს გააკეთებდა, ის მხოლოდ უნდა დამორჩილებოდა. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ არსებობს კრიტიკული პოზიციები, რომელნიც ომში არ მიჟავთ. და თუ სომხეთის ნაკრები თამაშს აპირებს, მაშინ მას დაჭირდება გუნდის კაპიტანიც. ასევე მიჩნდება კითხვა, დანარჩენი ფეხბურთელებიც გაიწვიეს, თუ ისინი 55 წელს ზემოთ არიან ასაკობრივად? თუ გუნდის კაპიტანია ის რემბო, კლოსი და შტირლიცი რომელიც ომის ბედს გადაწჟვეტს?!
ასე რომ, პროპოგანდის საკითხი უფროა ეს, ვიდრე სხვა რამ. არ გვიკვირს. წაუსომხურეს...
გიორგი ერისთავი
15:49 03-10-2020
1
სიტყვა-სიტყვით წერია: "მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს"-ო. ანუ, სამხედრო ვალდებულია და უარის შემთხვევაში სისხლის სამართლის დამნაშავე გახდებოდა. ასე რომ, იძულებულია წავიდეს ყარაბაღში.
ლუკა
17:08 01-10-2020
1

სიახლეები პოპულარული