საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღში საომრად წავიდა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული "ლარისას" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

აროიანი მცველია, "პიუნიკის" აღზრდილია, ბოლოს ირანის "პადიდესა" და რუსეთის "ურალში" თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიასა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.

11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევ
ანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თუ ნაკრების თამაშების წინ,მისი კაპიტანი ჯარში გაიწვიეს,ესე იგი კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე,ვიდრე ჩვენ გვგონია.ღმერთო მიეცი ჭკუა და დააწყნარე მხარეები.გვეყო ომი და სისხლის ღვრა.ხომ იცხოვრეს ერთობლივად მშვიდობაში,სულ ცოტა 50 წელი.ესე იგი შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა.ჩვენი არ იყოს,როცა ბოროტებას გავუხსნით გულს,სისხლი და ცრემლი არ გველევა,ხოლო როცა სიყვარულს,მშვიდობა და კეთილდღეობა.
სოსო
19:56 30-09-2020
4
ჩვენს კაპიტან თოკო შენგელიას მგვანებია...
გუნდისთავი
20:06 30-09-2020
73
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული