voetbalkrant: მიქაუტაძეს შეუძლია საქართველოს ნაკრები აირჩიოს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalkrant-ი გაოცებას ვერ მალავს პირველ ლიგაში "სერენის" გალიდერებით, ვინაიდან ეს გუნდი აღნიშნულ დივიზიონში რამდენიმე კლუბის გაკოტრების შედეგად აღზევდა. "სერენმა" "მეცისგან" ერთბაშად 7 ფეხბურთელი და მათ შორის, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აიყვანა იჯარით და არც უნანია.

გიორგი, რომელიც 31 ოქტომბერს 20 წლის გახდება, 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. გამოცემა მას აქებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთში დაბადებულს შეუძლია მცველები სიკვდილამდე შეაშინოს და საქართველოს ნაკრები აირჩიოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვენც სერიოზული ცენზურა გაქვთ რაა.ან არაფრის მაქნისები ხართ ამ საიტის ადმინისტრაცია.რიღასთვის გაქვთ ეს კომენტარების კეთება თუ საერთოდ ყურადღებას არ აქცევთ???
master
15:36 01-10-2020
0
სად ეპატიჟებით სად? აქ ვინც არი ისინი გარბიან! ამ შურით და ბოღმით სავსე სფეროში, ჭორებისა და და ღვარძლის თემაში, სადაც ერთი ტელ.ზარით სად აღმოჩნდება კაცმა არ იცის,
რეზო
13:42 01-10-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული