voetbalkrant: მიქაუტაძეს შეუძლია საქართველოს ნაკრები აირჩიოს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalkrant-ი გაოცებას ვერ მალავს პირველ ლიგაში "სერენის" გალიდერებით, ვინაიდან ეს გუნდი აღნიშნულ დივიზიონში რამდენიმე კლუბის გაკოტრების შედეგად აღზევდა. "სერენმა" "მეცისგან" ერთბაშად 7 ფეხბურთელი და მათ შორის, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აიყვანა იჯარით და არც უნანია.

გიორგი, რომელიც 31 ოქტომბერს 20 წლის გახდება, 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. გამოცემა მას აქებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთში დაბადებულს შეუძლია მცველები სიკვდილამდე შეაშინოს და საქართველოს ნაკრები აირჩიოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ავოიეეე, ფედერაციავ (კობიაშვილო-იაშვილო-მუჯირო), გაიღვიძეთ სანამ ჯერ კიდევ დროა! თუ ქმედება არ დაგიწყიათ, სასწრაფოდ შეუდექით, ხოლო თუ უკვე დაიწყეთ, მაშინ პრესაში ახსნა-განმარტება გააკეთეთ!!!
ტყეშელაანთ გიჟი
02:22 01-10-2020
2
დღეს ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავების ადგილი არაა საფრანგეთის ნაკრებში და მიქაუტაძეს ძალიან ბევრი უკლია იქამდე, მაგრამ სწრაფად პროგრესირებს. მეცი ხელიდან არ გაუშვებს და შანსი აუცილებლად ექნება იქ... ამასობაში სფფში აიღონ დოლი და დუდუკი და იგრიალონ. მეტი არაფერია მაგათი საქმე. სხვა ქვეყანას დიდი ხანი ექნებოდა კონტაქტი დამყარებული და მოლაპარაკებებზეც წასული. თვითონ თქვა არავინ შემხმიანებიაო და აქეთ ხო არ დაიწყებს ხვეწნას საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი? რომ ირჩევს იმ ქვეყანას მერე მამლუქობას ნუ მიაწერთ
ვუ ჰალი
08:42 01-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული