"გენტში" ვარ თუ ციხეში? - იარემჩუკი აღშფოთებულია

AutoSharing Option
დღეს ბელგიაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება, "გენტმა" კი უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი სხვა გუნდში არ გაუშვა. ფეხბურთელმა ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"გენტის" მფლობელსა და ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეთ, რომ ჩემი ამბიციები ამაზე მაღლა დგას. ტრანსფერს უკვე ორი თვეა ვითხოვ.

ასეთ სიტუაციაში პასუხს ვიმსახურებდი, მაგრამ ვერ ვეღირსე. ფეხბურთის გუნდში ვარ თუ ციხეში?", - დაიჩივლა იარემჩუკმა Het Laatste Nieuws-თან.

იარემჩუკს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 9.5 მილიონი ევროა.

რომანს იტალიური და თურქული კლუბები ეპატიჟებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ უნდა შეგესრულებინა ბოლო თამაშში დუბლი.D გეთამაშა ქვილითაიასავით და გაგიშვებდნენ.DDD
0

სიახლეები პოპულარული