არსენ ვენგერი საფეხბურთო წესებში ცვლილებებს ისევ ითხოვს - ამჟამად კუთხურისა და აუტის შესახებ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ორგანიზაცია რამდენიმე წესის ცვლილებას განიხილავს.

"რამდენიმე საკითხი მუშავდება. შესაძლოა, თამაში გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ ბურთმა კუთხურის მოწოდებისას მოედანი ჰაერში დატოვა, თუმცა შემდეგ მინდორს დაუბრუნდა. ეს მეტ საგოლე შანსს შექმნის.

ასევე, შესაძლოა, ფეხბურთელს ჯარიმის მარტო გათამაშების უფლება მიეცეს.

ასევე, მე აუტის მოწოდების წესში ცვლილების შეტანას ვისურვებდი. მატჩის ბოლო წუთებში აუტი მომწოდებელ გუნდს უპირატესობას უნდა აძლევდეს, რეალურად კი მომწოდებელს მოედანზე 9 ფეხბურთელი ჰყავს, მეტოქეს - 10. სტატისტიკა
გვაჩვენებს, რომ მომწოდებელი 10 ასეთი შემთხვევიდან 8-ჯერ ბურთს კარგავს.

მსგავს სიტუაციაში, საკუთარ ნახევარზე ბურთის მოედანზე ფეხით შეყვანის უფლება უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაბერდა და და......
niko
16:54 09-10-2020
0
კი, აუტზე თუ გადაგიგდეს ბურთი, შემტევი ზარალდება. ისე, დაცვა რატომ უნდა ზარალდებოდეს, როცა შეტევამ ვერ გაართვა სათანადოდ თავი?
ზურა
11:03 09-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული