ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებას უჭერს მხარს.
"გამოკვლევები ძალიან ცხადად აჩვენებს, რომ ეკონომიკის მხრივ არავითარი პრობლემა არ იქნება. ყველა მოგებული დარჩება, რადგან ნამცხვარი უფრო დიდი გახდება.
ჩვენ ევროპული გუნდების შენიშვნები გავითვალისწინეთ, რომლებსაც შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩების ერთ თვეში ჩატარება უნდათ".