ერთა ლიგის მესამე ტურში ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
აქამდე უქულოდ მყოფმა ესტონეთმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართა ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელმაც სანახევროდ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.
თავიდან სტუმრები კი დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ მაკედონიელებმა მაინც მოახერხეს ქულის მოპოვება.
ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი-ჩრდ. მაკედონია 3:3
გოლები: 0:1 კუუსკი (3, საკ. კარში), 1:1 საპინენი (33), 2:1 საპინენი (61), 3:1 ლივაკი (76, პენ), 3:2 პანდევი (80), 3:3 ზაიკოვი (87)
გამოუყენებელი პენალტი: ტრაიკოვსკი (67)