რობინიო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სიმბოლურ ხელფასზე ითამაშებს

AutoSharing Option
"სანტოსის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ყოფილი ფორვარდი რობსონ დე სოუზა, ანუ რობინიო მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

36 წლის რობინიოსა და "სანტოსს" შორის ხელშეკრულება 5 თვის ვადით გაფორმდა, ფეხბურთელი კი ხელფასის სახით 1500 რეალს, ანუ, დაახლოებით 230 ევროს მიიღებს.

"ეს კლუბი ყოველთვის ჩემი სახლი იყო. მინდა გუნდს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა დავეხმარო. ახლა "სანტოსს" ფინანსური კუთხით არც ისე კარგი დრო უდგას და მე გვერდში უნდა დავუდგე. დიახ, მინიმალურ ხელფასს მივიღებ, თუმცა მე მხოლოდ აქ ყოფნა
მჭირდებოდა,"- განაცხადა რობინიომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gadmoiyvanet batumis dinamoshi raaa
Toko
22:44 11-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული