რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა! ბრაზილიელი ევროპის ზონაში არ შედის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "მილანის" ყოფილ თავდამსხმელს, რობინიოს, მილანის სააპელაციო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

37 წლის რობინიოს განაჩენი დეკემბერში გამოუტანეს. როგორც ცნობილია, ბრაზილიელს ბრალს ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებენ.

La Repubblica-ს მიხედვით, რობინიომ იტალიაში ალბანელი გოგონა მის 23-ე დაბადების დღეზე გააუპატიურა.
სააპელაციოს შემდეგ გასაჩივრების ერთადერთი ადგილი უზენაესი სასამართლო გახლავთ, სადაც ბრაზილიელმა 45 დღის განმავლობაში უნდა გაასაჩივროს.

აღსანიშნავია, რომ რობინიო იტალიის არც ერთ ციხეში არ იმყოფება, რადგან ფეხბურთელი ევროპის ზონაში არ შედის.
ერთ დროს სუპერვარსკვლავთან ერთად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მისი მეგობრის, რიკარდო ფალკოს
მიმართაც გამოიტანა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altდღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა



მკითხველის კომენტარები / 1 /
მზის ჭკუაზე რომ კაცი ივლის.
ბიკენტი
13:42 10-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული