
2020 წლის ოქტომბრის თვეში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ერთა ლიგის მატჩი გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელებმა თავიანთ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც კადრში პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო ჩანს.
ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ კი ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს: "კერპი".
![თუ ეჭვი გეპარებათ რონალდოს სიდიადეში, იხილეთ ფოტო [PHOTO] Sportall.Ge](/images/new_photo/2020/1-15OCT/03/12127674937088537724593035240489745499152228o.jpg)
მოგეხსენებათ, პორტუგალიელს ახლა ცუდი პერიოდი უდგას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს, თუმცა, მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ კრიშტიანო კარიერის დასრულებამდე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.