ერთა ლიგა. IV ტური: უკრაინამ ესპანეთს სძლია და გერმანიისა და შვეიცარიის ექვსგოლა ფრე[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს ერთა ლიგის 7 მატჩი გაიმართა.

ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ უკრაინის ნაკრებმა კიევში 1:0 დაამარცხა ესპანეთი. "ფურია როხამ" პოსტსაბჭოთა სივრცის ნაკრებებთან 41 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ უკრაინასთან და საქართველოსთან იწვნია მარცხი. ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ 5 გასვლითი შეხვედრა ვერ მოიგო, რაც 1990 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

საბრძოლო ფრედ, 3:3 დასრულდა კიოლნში გერმანიისა და შვეიცარიის ეროვნული გუნდების მატჩი. გერმანიამ მიჯრით მესამე მატჩში ვერ სძლია შვეიცარიას
- ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ლიგა A. 4 ჯგუფი

გერმანია - შვეიცარია 3:3
გოლები: 0:1 გავრანოვიჩი (5), 0:2 ფროილერი (26), 1:2 ვერნერი (28), 2:2 ჰავერცი (55), 2:3 გავრანოვიჩი (56), 3:3 გნაბრი (60)
გაძევება: შერი (90+4, შვეიცარია)

უკრაინა - ესპანეთი 1:0
გოლი: ციგანკოვი (76)

ლიგა C. 1 ჯგუფი

აზერბაიჯანი - კვიპროსი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: გარაევი (27, აზერბაიჯანი)

მონტენეგრო - ლუქსემბურგი 1:2
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (34), 1:1 მურატოვიჩი (42), 1:2 სინანი (86)
გაძევება: იანკოვიჩი (90+5, მონტენეგრო), ტილი (90+5, ლუქსემბურგი), სიმიჩი (90+6, მომტენეგრო)

ლიგა D. 1 ჯგუფი

ლატვია - მალტა 0:1
გოლი: ბორგი (90+6)

ფარერები - ანდორა 2:0
გოლები: 1:0 ოლსენი (19), 2:0 ოლსენი (33)
გამოუყენებელი პენალტი: ჰანსონი (36, ფარერები)

ლიგა D. 2 ჯგუფი

ლიხტენშტაინი - სან მარინო 0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული