მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა გასვლაზე პერუს აჯობა და სატურნირო ცხრილს არგენტინასთან ერთად ჩაუდგა სათავეში.
ანგარიში პერუელმა კარილიომ ულამაზესი დარტყმით გახსნა, ნეიმარმა კი პენალტით უპასუხა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში წინ ისევ მასპინძლები გავიდნენ, ამჯერად თავი ტაპიამ გამოიჩინა. ამის შემდეგ კი მხოლოდ ბრაზილიელებს გაჰქონდათ. ანგარიში რიშარლისონმა გაათანაბრა. 83-ე წუთზე ნეიმარმა მეორე პენალტით ბრაზილია წინ გაიყვანა, ხოლო 90+4-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ნეიმ "სელესაოს" რიგებში 64-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა. წინ მხოლოდ პელეა 77 ზუსტი დარტყმით.