გასულ წელს ეს ჯილდო "ატლეტიკო მადრიდის" შემტევმა ჟოაო ფელიშმა მიიღო.
წლევანდელი ნომინანტებიდან საუკეთესო შვიდეული ასეთია:
7. ვინიციუს ჯუნიორი - "რეალი"
ვინიციუს ჯუნიორმა 2020 წელს საკმაოდ პროდუქტიულად დაიწყო. ბრაზილიელმა საწყის 2 მატჩში გაიტანა, ხოლო "რეალ ვალიადოლიდთან" ცვლილებაზე შემოსულმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
6. მეისონ გრინვუდი - "მანჩესტერ იუნაიტედი"
ამ წელს მეისონმა ყველა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა და "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.
2020 წელს გრინვუდმა ინგლისის ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა,
5. ფილ ფოდენი - "მანჩესტერ სიტი"
მისი მთავარი მომენტი "ლივერპულის" წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა გახლდათ.
ფილმა სექტემბერში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ნაკრებში.
ახალგაზრდამ "მანჩესტერ სიტის" გახსნით სამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
4. ანსუ ფატი - "ბარსელონა"
17 წლის ესპანელი, რომელიც ამ სეზონში გოლების მანქანად იქცა.
2020-21 წლების ლა ლიგის სეზონში ანსუმ "ვილიარელსა" და "სელტა დე ვიგოს" გაუტანა.
ასევე ჩაატარა სადებიუტო მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.
3. ალფონსო დევისი - მიუნხენის "ბაიერნი"
ალფონსო 19 წლისაა და ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.
2020 წელს კანადელმა 4 ტიტული მოიგო და მომავალი ლეგენდარული კარიერა შესანიშნავად დაიწყო.
2. ერლინგ ჰოლანდი - "დორტმუნდი"
გოლების მანქანა ნორვეგიიდან, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მაღალი და სწრაფი შემტევი, რომლისთვისაც გოლი მარტივი მისიაა.
1. ჯეიდონ სანჩო - "დორტმუნდი"
გასულ სეზონში სანჩოს ჟოაო ფელიშმა აჯობა და მიიღო "ოქროს ბიჭის" ჯილდო, წელს კი ალბათ მთავარი ფავორიტია.
ინგლისელმა 2020 წელს "პადებორნის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის სასწაულ საგოლე გადაცემის ალღოს გოლებიც დაუმატა.
ინგლისელს "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟება თავისთან და სთავაზობს ახალ გამოწვევებს.
სანჩოს მომავალი გაირკვა - დატოვებს თუ არა ინგლისელი "დორტმუნდს"?