როგორ დაარწმუნა მოურინიომ მესი, რომ ბარსა დაეტოვებინა?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მეგავარსკვლავს ლეო მესის გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეომ ბარსას დატოვება დაანონსა, შესაბამის მიზეზთა გამო მისი კატალონიური კარიერა კიდევ მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდა.

როგორც გაირკვა, 'ოქროს ბურთის' 6-გზის მფლობელისთვის გუნდის შეცვლა 2014 წელსაც აქტუალური თემა იყო. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ის ლონდონის "ჩელსისთან" მნიშვნელოვან დეტალებზე შეთანხმდა, რაც, პირველ რიგში, ჟოზე მოურინიოს ფაქტორით იყო განპირობებული.

Sky in Italy-ის ცნობით, "არისტოკრატები" არგენტინელის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს იხდიდნენ, მესი კი ანაზღაურების სახით ყოველ წელს 50 მილიონის
მიიღებდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დაურეკა და მასთან მნიშვნელოვანი თემები განიხილა. რომ არა ლეოს მამა და ამ უკანასკნელის აგენტი, მას ლონდონში გადაბარგება გადაწყვეტილი ჰქონდა.