რონალდო: ინშალაჰ, ჩემი ძმა ხაბიბი გეიჯის დაამარცხებს

AutoSharing Option
მსუბუქ წონაში (70 კგ) ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში "მებრძოლთა კუნძულზე" გაიმართება.

"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ნურმაგომედოვის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ასეთი იქნება ნება ალაჰისა. "რასაკვირველია, ხაბიბი გაიმარჯვებს, ჩემი ძმა. ინშალაჰ", - თქვა პორტუგალიელმა "ინსტაგრამის" ეთერში.

გეიჯმა უკანასკნელ ბრძოლაში ტონი ფერგიუსონს სძლია და დაიკვეხნა, რომ ყველას ხაბიბის სისხლს დაანახებს.

ასევე დაგაინტერესებთ