ვლადიმირ ვაისი შეიძლება სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდეს

AutoSharing Option
სლოვაკური "სპორტის" ცნობით, მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.

მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა შანსებს გამოცემა ასე აფასებს:

მარტინ შეველა (30%), სტეფან ტარკოვიჩი (20%), ალბერტ რუსნაკი (10%), პაველ ვრბა (10%) და ადიან ბოლი (5%). კანდიდატებს შორის სახელდება "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაც.

ვლადიმირ ვაისი - 10%

"ეს უდავოდ საუკეთესო კანდიდატი
იქნება, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა მას რამდენიმე დაბრკოლება აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ასევე იბრძვის ევროპირველობაზე გასასვლელად და ნოემბერში პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლობაც რომ განიცადოს, ვაისის მოწვევა ადვილი მაინც არ იქნება.

ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისტორიულ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდეგ გამოცდილმა მესაჭემ მუშაობა დაასრულა. მისი და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობა იდეალური არ არის და ყინულის გალღობა ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენი ნაკრების ცუდი თამაში მარტო მწვრთნელის ბრალი არაა. პრობლემა უფრო ღრმადაა! ფულის მჭამელები, რომ არიან და ბიუჯეტის ფულებს ჯიბეში რომ იდებენ მანდაა პრობლემა. პროფესიული ლიგა სახელმწიფო დახარებას არ უნდა იღებდეს. ის 250 მილიონი მთლიანად უნდა ჩაისხას სტადიონებში, ბავშვთა ფეხბურთში და უცხოელი ბავშვთა მრწვრთნელების ჩამოყვანაში ქართველმა მწვრთნელებმა კი კვალიფიკაცია აიმაღლონ, ბავშვთა ფეხბურთში. ბავშვები კი იფასოდ უნდა ვარჯიშობდნენ, კაი კვება ვარჯიში დაფიზ აღზრდა უფასოდ!!!!! პროფესიულ ქართულ ჩემპიონატს კი ჯანდაბამდე ჰქონია გზააააააა! ეს ბავშვები გამოვიყვანოთ ისე რომ 17-18 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში ჩავიყვანოთ.
ლევანი
11:17 21-10-2020
2
ააყვავებს!
ლევანი
11:09 21-10-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული