კრიშტიანო რონალდო კორონავირუსის დადასტურებისა და სახლის პირობებში თვითიზოლაციაში გადასვლის შემდეგ საზოგადოებას ახალი იმიჯით წარუდგა.
"ცხოვრებაში წარმატება იზომება არა იმით, თუ რას მიაღწიეთ, არამედ - რამდენად შეგიძლიათ სირთულეების გადალახვა." - დაწერა კრიშტიანომ და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავგადაპარსული ბრძანდება.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კორონავირუსი სანაკრებო შეკრების დროს დაუდასტურდა. რონალდო ტურინში გადაფრინდა და "მკურნალობას" სახლის პირობებში აგრძელებს.