ბელგიის B დივიზიონის მე-8 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ლომელი" 1:0 დაამარცხა.
მიქაუტაძეს თავის კვლავ გამოჩენის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ 43-ე წუთზე პენალტი ლიეტუველ მეკარე ტომას შვედკაუსკასს ვერ გაუტანა.
მიქაუტაძის ანგარიშზე 8 მატჩში 14 გოლია. ამ გამარჯვებით კი მისმა გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა (მეორე ადგილზე მყოფ "უნიონს" 1 ქულით უსწრებს) და 1-ელ ოქტომბერს სტუმრად "დაინცეს" დაუპირისპირდება.