voetbalnieuws: ჰალუცინაციურ მიქაუტაძეს ტოპ 5-ის გუნდები იწვევენ

AutoSharing Option
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე ბელგიურმა voetbalnieuws-მა წერილი გამოაქვეყნა:

"1В დივიზიონის აბსოლუტური სენსაცია უდავოდ გიორგი მიქაუტაძეა. მისი დამსახურებაა, რომ "სერენი" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა, სამჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა. გიორგის შედეგიანობა ჰალუცინაციურია და მისი სამსახურით უკანასკნელ კვირებში ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბები დაინტერესდნენ. 

მიქაუტაძე "მეცის" საკუთრებაა, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვევენ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, აცდუნოს".

ცნობისათვის, Transfermarket-ის მიხედვით, მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
წარმატებას ვსურვებ მიქაუტაძეს მიუხედავად იმისა თუ რას გადაწყვეტს.
და თქვენ რო ლანძღავთ ამ კაცს და გული შეგტკივათ საქართველოს ნაკრებზე მიდით ნახეთ რა ხდება ასაკობრივ გუნდებში, საფეხბურთო სკოლებში, ერევნულ ჩემპიონატზე. რა მწვრთნელები ყავთ ბავშვებს სად თამაშობენ. ტრამვირებულებს რა ყურადღებას აქცევენ. ფიზიკურად და გონებრივად როგორ ავარჯიშებენ და ამზადებენ. რა ხდება და არც არაფერი არ ხდება. მინომუნ 4 დან 2 ასაკობრივ გუნდში გამოჩნდებოდა ნიჭიერი ფეხბურთელი. თქვენ კი სხვა ქვეყნის აღზრდილს ეხვეწებით და ლანძღავთ საქართველოს ნაკრებში რატომ არ თამაშობო.
jaagazz
09:43 14-12-2020
0
ამ ბიჭს ქართული გული რო ქონდეს ყველაფერს იზავდა და გადამწყვეტ თამაში გვერდით დაუდგებოდა ჩვენს ბიჭებს.. თან მაგარ ფორმაშია..ხედავს გვიჭირს თავდასხმაში მაგრამ ევროპულად აზროვნებს მატერიალისტია ჯერ კაი გუნდი უნდა მერე მსოფლიოს მოგება ოქროს ბურთი და 80წლის ასაკში საქართველოში მოუნდება დამარხვა. არ ვცნობ მე ასეთ ქართველს
ვაი საქართველო
12:12 10-11-2020
0

სიახლეები პოპულარული