ვერ მიდის ამ სეზონში "გენტის" საქმეები კარგად - ჯონათან დავიდმა გუნდი დატოვა, რომან იარემჩუკი არ გაუშვეს და ძველებურად ვერ (თუ არ) თამაშობს, გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია.
"გენტმა" ყველა ტურნირზე მიჯრით მესამე მარცხი იწვნია - ამჯერად ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე "გენკთან" 1:2 დამარცხდა, რომელსაც სექტემბერში გადაყენებული იეს ტორუპი ჩაუდგა სათავეში.
"გენტი" 9 ქულით მე-13 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 29 ოქტომბერს, ევროპა ლიგის მეორე ტურში ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.