მესი თუ რონალდო? მარადიულად უპასუხო კითხვა [ბლოგი]

AutoSharing Option
უმეტეს შემთხვევაში, სიყვარული, მოწონება და სიმპათია ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ ვერ გამოხატავს რეალურ სურათს. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე დიდ სიმპათიას და სიყვარულს ფერნანდო ტორესი იწვევდა, მაგრამ ხომ აბსურდი იქნება მტკიცება, რომ ის ყველას სჯობს? 

ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი ბრაზილიელი რონალდოა, მაგრამ გამომდინარე მისი კარიერიდან, ვერც მასზე ვამბობ, რომ ერთადერთი საუკეთესოა. ზიდანის ელეგანტურობა, ანრის გამორჩეული მანერა, ინიესტას გონიერება და კიდევ მრავალთა განსაკუთრებული თვისებები გვიყალიბებს მათ მიმართ სიმპათიას და ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი.

ყველაზე ქარიზმატული და მთელი გუნდის სულისჩამდგმელი მარადონა გახლდათ, რომელმაც სკეპტიკოსების
"გულის გასახარად" ყველას დაანახა თავისი სიდიადე.

და როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მესის, საფეხბურთო კლასის მიხედვით, უფრო აამაღლებს? ის ხომ მხოლოდ ტიტულია, თორემ მინდორზე მისი მოქმედება მუნდიალების ვერმოგების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო.

ხშირად მესის და კრიშტიანოს შედარებისას მთავარი საფეხბურთო კრიტერიუმი უგულებელყოფილია, რადგან მესისთვის ცენტრიდან თამაში და უშუალოდ ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება ერთი და იმავე წარმატებით ხდება, ხოლო კრიშტიანო "რეალში" მისვლის შემდეგ, განსხვავებით "მანიუსგან", მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდია და სწორედ აქ ხდება გატანილ გოლებსა და სტატისტიკაზე აპელირება, რაც არასწორი განსაზღვრა მგონია.

ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ მტკიცება - მესი თუ რონალდო, არა გემოვნების საკითხი, არამედ ამ დიდებულების არასწორად აღქმაა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თუ არა მესიმ, მისი საფეხბურთო კლასი, ნიჭი და ხელოვნება გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს, ისევე, როგორც კრიშტიანოს გოლეადორული თვისებები და მუდმივი სწრაფვა პირველობისკენ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
არც ერᲗი და არც მეორე
მოქალაქე
12 მაისი 2022 22:43
1
აუფ ინიესტას გონიერება არა კამოდი კიდე რა შეადარა აინშტაინის ატომის გახლეჩვას. ეს დაფანატება არ მიყვარს რა
ავჭალიდან
10 ივნისი 2021 08:40
2
მესი დიდი ნიჭია,რონალდო შრომისმოყვარე მანქანა მე პირადად როცა რონალდოს მიღწევები უფრო შთამბეჭდავად მეჩვენება და ბევრი ფაქტორი არსებობს,რონალდოს კარიერაში არ მეგულება თამაში ვინმეს 3-0 იანი დაექამბექებინოს,მესი ასე თუ ისე შემდგარი გუნდში იყო ხავი -ინიესტა რონალდინიო ანრი და ბოლომდე გაილაღა,რეალი რონალდოს მისვლამდე რა გუნდი იყო ალბათ გემახსოვრებათ.ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქ ალბათ მომავალი 20 წელი მინიმუმ აღარ იქნება ესეთი გიგანტი ფეხბურთელები
ara ronaldos fani
16 აპრილი 2021 02:21
5
საბოლოოდ მოთამაშის სიდიადე ფასდება თუ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაზე ვინ რამდენი ბურთი გაიტანა და მოაგებინა თავის გუნდს.ამ მხრივ მესი ბევრად ჩამოუვარდება რონალდუს და რა თქმა უნდა პელეს,მარადონას,ზიდანს და კიჭას რომლებმაც ფეხბურთის მთავარ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრებები ჩაიდინეს.ხოლო ვის ვინ უყვარს და მოსწონს ყველაფერი სუბიექტურია.
ჩემი აზრით
03 იანვარი 2021 13:04
12
შენი აზრი, შენთვის შეინახე! აი ეს იქნება ყველაზე კარგი აზრი.
გელა
03 იანვარი 2021 21:10
3
ეხ ჯენტილე ჯენტილე მე არ მინახავს რომ რონალდოს ან მესის ჯენტილესნაირი სტილის მცველ ფეხბურთელების წინააღმდეგ ეთამაშათ, ასეთი სტილის მცველები მათ ორივეს მართლა დაასალამურებდნენ
მგელი
02 იანვარი 2021 08:06
5
ტურამი დაგავიწყდა ფილიპ ლამიისინი ყველას აჩერებდნენ პუიოლიც მათ რიცხვში იყო და კარლოსიც
მერაბი
12 იანვარი 2021 04:30
0
ყველაზე შეიძლება კამათი,ბაზარი რომელია უკეთესი ვინ რომელ კომპონენტში ჯობია მაგრამ არსებობს ერთადერთი განუმეორებელი რომელსაც ყველა ის საუკეთესო თვისება ქონდა ვიზეც თქვენ მსჯელობთ.მისი სახელია პელე იგივე მეფე,მსოფლიო სამგზის ჩემპიონი.
ამაშია საქმე
01 იანვარი 2021 18:19
6
საინტერესო საუბრებია აქ როცა მესის 644 ხოლო რონალდოს 752 გოლი აქვს კლუბში გატანილი
მერაბი
01 იანვარი 2021 01:06
9
მე აქ არავის არ გავლანძღავ, მაგრამ კიდე ერთს დავამატებ როგორც წინა წერილში დავწერე კიდევ გავიმეორებ ესენი კი კარგი ფეხბურთელები არიან სადავო არ არის, მაგრამ მარადონასთან შედარებით კიდევ გავიმეორებ მეგარმონეები არიან და ჩვენ დიდ დავით ყიფიანთან შედარებით მართლა მედუდუკეები არიან
ბეღურა
31 დეკემბერი 2020 16:57
11
მხოლოდ ერთი დიადი მარადონა, ესენი მარადონასთან შედარებით მეგარმონეები არიან
ბეღურა
31 დეკემბერი 2020 00:09
14
ბეღურა! მაგრად, რომ ადუდუკებ ვერა გრძნობ?
ჩიორა
31 დეკემბერი 2020 20:11
1
შენ კიდე ფეხბურთის მცოდნეებთან შედარებით მედუდუკე ხარ ;)
Superman
31 დეკემბერი 2020 01:31
3
ბრაზილიელმა რონალდომ ფეხბურთი შემაყვარა, რომ არა ტრავმები ყველა დროის უპირობოდ საუკეთესო იქნებოდა, თუმცა...
იყო კიდევ ერთი ბრაზილიელი, ალბათ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ფეხბურთის ზარმაცი ჯადოქარი, რონალდინიო. წარმომიდგენია რეებს მიაღწევდა კრიშტიანოს დისციპლინა და თვისებები რომ ჰქონოდა
el_toro
30 დეკემბერი 2020 22:35
4
შედი იუთუბზე და ნახე ერთი ბრაზილიელი რონალდოს ჰაილაითები. ბევრიც არაფერია, ასე 5 პროცენტი მესის და გინდაც რონალდუსთან შედარებით. ის იყო რაღაცნაირად საყვარელი ტიპი და ამანაც იქონია გავლენა მის ასე გაპიარებაში. უდაოდ დიდი ტალანტი იყო იმ დროის, მაგრამ გაზვიადებული... იმ დროს მეც თინეიჯერი ვიყავი და მასზე ვაფანატებდით. მერე კორეა-იაპონიაშიც კი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (დიდწილად რივალდოსა და რონალდინიოს დამსახურებით), თუმცა ობიექტურად, რომ ვთქვათ - არც არაფერი ისეთი მესის და რონალდუს, რომ შევადაროთ. რაც შეეხება ნიჭს, ჩემი აზრით რონალდინიო იყო ამ მხრივ შეუდარებელი და მართლაც სხვა გალაქტიკიდან, ერთი ჩელსის კარში გატანილი გოლი რად ღირს...
ზურა
01 იანვარი 2022 22:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული