მესი თუ რონალდო? მარადიულად უპასუხო კითხვა[ბლოგი]

AutoSharing Option
უმეტეს შემთხვევაში, სიყვარული, მოწონება და სიმპათია ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ ვერ გამოხატავს რეალურ სურათს. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე დიდ სიმპათიას და სიყვარულს ფერნანდო ტორესი იწვევდა, მაგრამ ხომ აბსურდი იქნება მტკიცება, რომ ის ყველას სჯობს? 

ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი ბრაზილიელი რონალდოა, მაგრამ გამომდინარე მისი კარიერიდან, ვერც მასზე ვამბობ, რომ ერთადერთი საუკეთესოა. ზიდანის ელეგანტურობა, ანრის გამორჩეული მანერა, ინიესტას გონიერება და კიდევ მრავალთა განსაკუთრებული თვისებები გვიყალიბებს მათ მიმართ სიმპათიას და ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი.

ყველაზე ქარიზმატული და მთელი გუნდის სულისჩამდგმელი მარადონა გახლდათ, რომელმაც სკეპტიკოსების
"გულის გასახარად" ყველას დაანახა თავისი სიდიადე.

და როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მესის, საფეხბურთო კლასის მიხედვით, უფრო აამაღლებს? ის ხომ მხოლოდ ტიტულია, თორემ მინდორზე მისი მოქმედება მუნდიალების ვერმოგების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო.

ხშირად მესის და კრიშტიანოს შედარებისას მთავარი საფეხბურთო კრიტერიუმი უგულებელყოფილია, რადგან მესისთვის ცენტრიდან თამაში და უშუალოდ ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება ერთი და იმავე წარმატებით ხდება, ხოლო კრიშტიანო "რეალში" მისვლის შემდეგ, განსხვავებით "მანიუდან", მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდია და სწორედ აქ ხდება გატანილ გოლებსა და სტატისტიკაზე აპელირება, რაც არასწორი განსაზღვრა მგონია.

ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ მტკიცება - მესი თუ რონალდო, არა გემოვნების საკითხი, არამედ ამ დიდებულების არასწორად აღქმაა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თუ არა მესიმ, მისი საფეხბურთო კლასი, ნიჭი და ხელოვნება გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს, ისევე, როგორც კრიშტიანოს გოლეადურული თვისებები და მუდმივი სწრაფვა პირველობისკენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი კვარაცხელიაა და მეორე ზივზივაძე! ჩაკვეტაძე-არაბიძეს არცერთი არ აგავს!
koka
17:10 28-10-2020
2
ორმა "მამასისხლად" გადაკიდებულმა ბანაკებმმა, რაც არ უნდა ვამტკიცოთ მესი უფრო მაგარია თუ როლანდო ფაქტია, ორივე! ორივე საფეხბურთო ისტორიაში შესულები არიან როგორც უნიჭიერესი ვარსკვლავები! მე როგორც მესის ფანი, რასაკვირველია მესი ყველას მირჩევნია, მაგრამ ბრმა უნდა იყო, რომ როლანდო არ აღიარო როგორც მაგარი ფეხბურთელი. ისე სასაცილოა, როცა ვაკნინებთ ორივეს, ათასნაირი "ეპითეთებით" და ამით ვცდილობთ დავამციროთ, ერთიც და მეორეც, მაგრამ იმას ვერ ვხვდებით, ამით ამ ლეგენდებს კი არ ვამცირებთ არამედ, საკუთარ თავებს ვიმცირებთ. მე მგონი დროა უკვე, ამ უმსგავსოებას დავუსვათ დიდი წერტილი!
barsa mesi
11:38 28-10-2020
2

სიახლეები პოპულარული