დიეგო მარადონა იუბილარია - გაიკეთებს ვითომ პუტინის ვაქცინას?

AutoSharing Option
დიადი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლისა გახდა. რამდენადაც დიდი ფეხბურთელი იყო, იმდენად ექსცენტრული და წინააღმდეგობრივი გახლავთ არამარტო სამწვრთნელო საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ნარკოტიკები, სკანდალები, მოუწესრიგებელი ოჯახური ურთიერთობები, თავად მულტიმილიონერია და ამ დროს რადიკალური მემარცხენე, დიქტატორების მეგობარი და ა.შ.

ამის დადასტურებაა "კლარინისთვის" მიცემულ საიუბილეო ინტერვიუში ნათქვამი, რომ ის ენდობა ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთმა უკვე დაამზადა კოვიდ-19-ის ვაქცინა. პუტინს კი ენდობა დიეგო, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პუტინის ვაქცინას თავად არ გაიკეთებს. მას ხომ სათავისოდ არასოდეს არაფერი არ ეშლება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსულ "კოლობოკს" დამსგავსებია მარადონა. რამ გაასივა ასე?
ქართველი
31 ოქტომბერი 2020 12:29
4
ოოო შეკრებილან ეს ორი პიტალოო.. მარადონა ფეხბურთში იყო მაგარი თორე ცხოვრებაში მართლა პიტალოააა აი პუტინი პოლიტაკაშიც და ცხოვრებაშიც პიტალოოოოააააა
გიორგი
31 ოქტომბერი 2020 02:35
18
და შენ რაში ხარ პიტალო?
გაგა
31 ოქტომბერი 2020 14:17
4
აბა რა, მარტო მესი იჩაგრავს თავს :)))))
Dato
31 ოქტომბერი 2020 01:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული