გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო "ორდაბასის" მწვრთნელი კახა ცხადაძე დატოვებს. ახლა კი მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გახდა ცნობილი.
Чемпионат-ის მტკიცებით, ეს უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნია, რომელიც 2016-17 წლებში თბილისის "დინამოს" ედგა სათავეში.
"ორდაბასის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი შეცვალოს. კახა ცხადაძეს უთანხმოება აქვს კლუბის ბოსთან. გუნდში სპეციალისტის დღეები დათვლილია. რეგიონში ფეხბურთის განვითარება სურთ. ამიტომ ოლქის ხელმძღვანელობას სურს, გუნდის სათავეში სახელოვანი მწვრთნელი იხილოს. წარსული დამსახურებებისა და ყაზახეთში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, არჩევანი ვიაჩესლავ გროზნიზე შეჩერდა. ის რეგიონის უმაღლესი
პირების კანდიდატურაა, მაგრამ არის ნიუანსები: ვიაჩესლავ ვიქტორის ძეს ყაზახეთის სამი კლუბისგან აქვს წინადადება", - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელსაც არ ასახელებენ.
გროზნიმ ყარაგანდის "შახტიორთან" კონტრაქტი ზაფხულში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.