ზლატანი შვედეთის ნაკრებში არ დაბრუნდება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ტვიტერზე" შვედეთის ნაკრების ფორმაში თავისი სურათი გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "კარგა ხანია ერთმანეთი არ გვინახავს". ამის გამო ზოგმა მიიჩნია, რომ ის "ტრე კრუნურში" დაბრუნებას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იანე ანდერსონმა გააკეთა:

"ხალხი ამბობდა, რომ ფორმას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, თითქოს რაღაც გეგმა არსებობს. თუმცა არ მესმის, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ამაზე სასაუბროდ დროს არ დავკარგავ", - ციტირებს ანდერსონს Goal-ი.

ზლატანმა ნაკრებში 2001-16 წლებში 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა, 2016 წელს კი სანაკრებო კარიერა
დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უთანხმოება მოუვიდა ხო მწვრთნელთან მაშინ?

ასეთ ფორმაში მყოფ იბრას, რომ ნაკრებში არ გამოიძახებ..
Biankonneri
12:27 06-11-2020
0

სიახლეები პოპულარული