უმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!

AutoSharing Option
ფეხბურთი იმედის თამაშია. ჩვენ ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშს ბრმა ოპტიმიზმითა და რწმენით ვუყურებთ. მათ შესაძლოა გაგვაღიზიანონ; მეტიც, აგვაფეთქონ. ამის შემდეგ მთელი კვირა ვფიქრობთ, რომ ამ მასკარადს აღარ ვუყურებთ, მაგრამ ეს ერთი დიდი ნარკოტიკია, რომელსაც ერთხელ თუ გაუგე გემო, ვეღარასდროს შეეშვები.

ახლაც ჩვენ ყოველ კვირას იმედით ველოდებით, იმედითა და რწმენით. ფეხბურთი გვაკონტროლებს. ჩვენი მოთმინების ლიმიტი იმაზე ხშირად იწურება, ვიდრე ჩვენ გვინდა. და რატომ ვითმენთ? ალბათ, იმიტომ, რომ ერთხელ ვნახეთ, თუ რაოდენ კარგია ის და სხვა გზა აღარ გვაქვს.

ჩვენი გმირების გვერდით
ვნახეთ, მივაღწიეთ და შევეხეთ სიმაღლეებს; გამოვცადეთ მილიონობით მომენტი ისე, რომ აღარასდროს დაგვავიწყდება. ვისწავლეთ კარგი დროის პატივისცემა და ცუდის იმედით შეხედვა.

ფეხბურთი ოცნების თამაშია, კოშმარითა და რეალობით გარშემორტყმული. მარკო ვან ბასტენი ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდგომი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც იმედებს ყველაზე მეტად ამართლებდა. 80 და 90-იანი წლების ყველაზე დიდი ტალანტი, რომლის კარიერაც დაწყევლილი კოჭის გამო 31 წლის ასაკში შეწყდა.

ამას ემატება ის, რომ "მილანის" ვარსკვლავი კარიერის დასრულებამდე "როსონერის" სახელით მოედანზე ვერ გავიდა. ფეხბურთიდან წასვლამდე ის ცდილობდა დაბრუნებას და თავისი დიდებული მომენტების კიდევ ერთხელ გამეორებას.

სამწუხაროდ, ვან ბასტენი მოედანზე არასდროს დაბრუნებულა და ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ მწარე შეგრძნება, "რა შეიძლებოდა ყოფილიყო". ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრის გამოცდილება და ვიყოთ მადლიერები იმ შეხედულებებისთვის, რაც ამ გენიალურმა შემტევმა ჩამოგვიყალიბა.



ჯადოქრის პირველი გაბრწყინება მის სამშობლოში შედგა, სადაც "აიაქსის" მაისურით დანარჩენი ჰოლანდიური გუნდები გაანადგურა. ვან ბასტენმა, ჰოლანდიურ გიგანტებთან ერთად, ლიგის 3 ტიტული მოიგო, გაიტანა 128 გოლი 133 შეხვედრაში და რეკორდიც დაამყარა.

ის შეტევაში თავს კომფორტულად გრძნობდა. 1.88 მეტრის შემტევი, რომელიც ფიზიკური მონაცემებით და ტექნიკით დომინირებდა. ფეხებში ნამდვილად მაგია ჰქონდა. ის დაჯილდოებული იყო დიდებულებითა და ოსტატობით. მას შეეძლო, რაც სურდა, ის გაეკეთებინა. ამ ყველაფერმა კი მას უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა დააწყებინა.

ჰოლანდიელმა თავისი დიდებულება 1986 წელს, "დენ ბოსხის" კარში გატანილი მაკრატელა დარტყმით დაამტკიცა.


საკმარისი იყო იტალიური გრანდის, "მილანის", დარწმუნება, რომ ის სერია A-ში 1987 წელს აღმოჩნდა. ეს იყო ისტორია, რომელიც მათ სამუდამოდ შეცვლიდათ და ასეც აღმოჩნდა. იგი მყისიერად მოერგო გუნდსაც და ლიგასაც. მისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო იყო, მაგრამ ვან ბასტენისთვის შეუძლებელი არაფერი გახლდათ. სამწუხაროდ, კოჭის პრობლემა სწორედ აქ გამოჩნდა.

ძლიერი მოთამაშის შესაჩერებლად ძლიერი დაბრკოლებებია საჭირო. ვან ბასტენი 1988/89 წლებში იტალიის საუკეთესო ლიგაში დაფრინავდა, 33 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და დაეხმარა "მილანს", რათა ევროპის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო. მათ იმ წელს ევროპის თასი მოიგეს. ჰოლანდიელმა ფინალში, "სტიაუას" წინააღმდეგ 2-ჯერ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 4:0 გახლდათ.

მას ჰქონდა შესაძლებლობა, მეტოქისთვის ზიანი ჰაერიდან, მიწიდან, ახლო თუ შორი დისტანციიდან მიეყენებინა, რაც მას შეუჩერებელს ხდიდა. მას გოლის გატანა ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო და სწორედ ეს მას სრულყოფილ თავდამსხმელად აყალიბებდა.


ვან ბასტენის შესანიშნავი გამოსვლები ჰოლანდიასა და "მილანში" ორი "ოქროს ბურთით" (1988 და 1989) შეფასდა. ის მეტოქეს შეუდარებელი გენიით უტევდა.

1989/90 წლებში ჰოლანდიელმა 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან ეს 7-ით ნაკლებ მატჩში მოახერხა. თანამემამულე რაიკაარდთან და გულიტთან ერთად, ვან ბასტენმა იტალიურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა. მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბენფიკა" დაამარცხეს, ანგარიშით 1:0 და "მილანს" კიდევ ერთი ტიტული შემატეს. ევროპამ ჰოლანდიელების სტილი ყველაზე სანახაობრივად აღიარა.

ამის მთავარი მიზეზი ვან ბასტენი გახლდათ. ის "როსონერის" ევროპული ფეხბურთის დომინირებაში დაეხმარა. 1992 წლის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და "კაპოკანონიერის" ჯილდოც მოიპოვა. მან 31 მატჩში 25-ჯერ შეარხია ბადე.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ბედნიერი ზღაპარი აქ მთავრდება. ვან ბასტენის კარიერაში თავს ისევ ტერფის ტრავმა იჩენს, რის გამოც 1992/93 წლების სეზონში რამდენიმე მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. შემდეგ კი, ჰოლანდიელმა ჯადოქარმა 1993-95 წლებში მოედანზე გასვლა ვეღარ შეძლო.

წყეული 24 თვის გასვლის შემდეგ ის ცდილობდა დაბრუნებას. მან კოჭზე 3 ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება, სადაც რეალურად უნდა ყოფილიყო. ეს ადგილი მხოლოდ მას, ლეგენდარულ ვან ბასტენს ეკუთვნოდა.

"მილანის" ლეგენდამ "როსონერის" გულშემატკივრებს დაუსრულებელი ოცნება მისცა, მაშინ, როდესაც ყველანაირი იმედი გაქრა. მან გამძლეობა გამოავლინა, ცდილობდა გაღიმებას, მაგრამ დასასრული ნაადრევად მოვიდა. ის ავიდა მწვერვალზე, მაგრამ დიდხანს ვერ გაჩერდა.

მომზადებულია 90min-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
აიაქსში თამაშს უმაღლეს დონედ არ თვლით? ეგ ის პერიოდია ჰოლანდიის ჩემპიონატი ინგლისისას რომ სჯობდა და პსვ და აიქსი ჩემიონთა თასს იგებდა და ინგლისურ გუნდებს დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

5 წელი აიაქსში იყო სულ ძირითადში. მეექსვე სეზონი შუაში გადავიდა მილანში და მერე იქ ითამაშა კიდევ 5-6 წელი
მხოლოდ ხუთი?
00:07 26-06-2022
1
ჩემი აზრით ისტორიაში ყველაზე მაგარი (ნამდვილი) 9 ნი იყო.
sake
23:48 25-06-2022
0

სიახლეები პოპულარული