ძიუბას სკანდალში გაეხვა - რუს ფორვარდს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებისა და "ზენიტის" ფორვარდ არტიომ ძიუბას სკანდალური ვიდეო გაუვრცელეს და ეს სანკტპეტერბურგული გუნდის კაპიტნის სამკლაურის დაკარგვად დაუჯდა.

აღნიშნულ საკითხზე რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმაც ისაუბრა:

"სამწვრთნელობა შტაბს კარგად ესმის, რომ ნაკრები ნოემბრის მატჩებისთვის უნდა ემზადებოდეს, ჩვენ წინ მოლდოვასთან, თურქეთთან და სერბეთთან გასამართი მატჩები გველოდება. გუნდი ამ ამ შეხვედრებზე მაქსიმალურად უნდა იყოს კონცენტრირებული.

ჩვენ მივიღეთ ძიუბას ნაკრებში არგამოძახების გადაწყვეტილება. ამის შედეგად არტიომ ყველაფრის მოგვარებისთვის ექნება დრო."

აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ძიუბამ ერთი გოლი გაიტანა და "ზენიტს" "კრასნოდარის" დამარცხებაში
(2:1) დაეხმარა. გუნდს კი დეიან ლოვრენი კაპიტნობდა.



Sportall.Ge

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრეა, ძმაო: დაა...ევ? - დაგე...ევა! ;)
ვვვ
11:09 09-11-2020
4
აშკარად ხელით თამაშია.
ირაკლი
23:36 08-11-2020
5

სიახლეები პოპულარული