ცნობილი რუსი მსახიობი მიხაილ ბოიარსკი სანკტპეტერბურგელია, "ზენიტის" თავგადაკლული ფანია და თავდამსხმელ რონალდოს "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაზე Чемпионат-თან ისაუბრა:
"თუ რონალდო "იუვენტუსს" დატოვებს, ნებისმიერი გუნდი აიყვანს. რაც შეეხება "ზენიტს", თუ პიტერში აღმოჩნდება, ეს ფანტასტიკა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, რომ 35 წლისაა. ჩვენს დროს 38 წლამდე თამაშობდნენ და არაფერ გასაკვირს ამაში ვერ ვხედავ. სხვა მხრივ, ჩვენს გუნდში ყველა რონალდოს დონის ფეხბურთელია. მისი ტრანსფერით აღფრთოვანებული ვერ დავრჩებოდი. ჩვენი ფეხბურთელები მასზე უკეთ თამაშობენ!
აი, რონალდომ თავად რომ დაურეკოს სემაკს და ჰკითხოს: "თქვენ ჩემი "ზენიტში" აყვანა
შეგიძლიათ?", სემაკი კი უპასუხებდა: "მე მოვიფიქრებ, გადმოგირეკავთ" - აი, ეს რეალური იქნებოდა. რა თქმა უნდა, ზღაპრული ვარიანტია, დაახლოებით იგივეა, 78 წლის პოლ მაკარტი რუსეთში რომ ჩამოვიდეს და ერთ-ერთ ჩვენს მუსიკალურ ჯგუფში დაიწყოს გამოსვლა. ძალიან ლამაზი ისტორიაა და მისი რეალობისა ნაკლებად მჯერა".
ცნობისათვის, რონალდოს სამსახურით პსჟ დაინტერესდა.
1. ანდრეი არშავინი
2. არტიომ ძიუბა
3. პელე