სომხეთის ნაკრებმა პირველ ტურში სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 წაგების შემდეგ 4 მატჩში 8 ქულა აიღო და საქართველოს ნაკრების თბილისში დამარცხების შედეგად მეორე ადგილზე გადავიდა.
18 ნოემბერს ხოაკინ კაპაროსის შეგირდები ნიქოზიაში ჩრდილომაკედონიელებს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ და B ლიგაში აღზევდებიან. ფრე ხელს მათ მეტოქეს აძლევს.
საქართველოს ნაკრების ძლევის შემდეგ სომხებმა "დინამო არენის" გასახდელში გადაღებული ეს სურათი გამოაქვეყნეს.