პეპ გვარდიოლა - მსოფლიო დონის ფეხბურთელი და მწვრთნელი [VIDEO]

AutoSharing Option
ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრისთვის ესპანელი პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთის სახე შეცვალა. პეპმა ამ თამაშში უნიკალური, ულამაზესი საფეხბურთო სტილი შემოიტანა. ამდენწლიანი კარიერის განმავლობაში, ეჭვგარეშეა, რომ გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

მისი სისტემა მოხერხებულ, ელეგანტურ და ათლეტურ ფეხბურთელებს მოითხოვს, რომელთაც ღრუბლის მსგავსი ტვინი უნდა ჰქონდეთ, რადგან მწვრთნელის დარიგება მარტივად გაითავისონ. "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში შექმნა "ტიკი-ტაკა", რომლის მეშვეობითაც, ნახევარდაცვის სიძლიერის ხარჯზე, მესის საოცარ ფეხბურთს ათამაშებდა და არამარტო მესის. პეპის დროინდელი ბარსელონა "ოცნების" გუნდადაა შეფასებული. 

Sportall.Ge





გვარდიოლა ფეხბურთელებთან ყოველთვის განსხვავებულ კონტაქტს პოულობს


მისი ჯარისკაცები
მოგებისთვის ან წაგებისთვის თამაშობენ. პეპის ფილოსოფიიდან გამომდინარე, მატჩის შედეგი, როგორც ფრე, მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ის, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, წარმატებულია და აღებული გეზით სვლასაც აგრძელებს.

მწვერვალზე ასვლის პირველი ნაბიჯები ესპანელმა "ბარსელონაში" დაიწყო. შემდეგ "ბაიერნში" განავრცო და საბოლოდ, "მანჩესტერ სიტიში" აგრძელებს დასახულ მიზანს.

გვარდიოლას "ბარსელონური" რევოლუცია დროს სამუდამოდ გაუძლებს. ამას ემატება მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა, რომელმაც სწორედ ამ უკანასკნელს შესწირა.

Sportall.Ge





პეპ გვარდიოლა და დიეგო სიმეონე. 1995 წელი. დღესდღეობით ორი უდიდესი მწვრთნელი 90-იან წლებშიც მეტოქე იყო.


ყველაფერი "ლა მასიიდან" დაიწყო ( "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემია), სადაც ის აკვირდებოდა და შეისწავლიდა ფეხბურთელებს. შეისწავლიდა და აჩვენებდა გზას, თუ როგორ გამხდარიყვნენ დიდებულები.

გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელი, არასდროს გუნდის ლიდერი არ ყოფილა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებსა და კატალონიურ გრანდს ყოველთვის "კბილებით" იცავდა.

მისი სათამაშო უპირატესობა ტვინი გახლდათ, რომელიც რეალურად ფეხებს უსწრებდა. ესპანელი შეგვიძლია მცველების "ფარად" მოვიაზროთ, რომელიც შეტევაზე წამოსულ მეტოქეს მარტივად უმკლავდებოდა. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო მათზე.

Sportall.Ge





1992 წლის 20 მაისი - პეპ გვარდიოლა ლონდონში, უემბლის სტადიონი.

როგორც ბილიარდის მოთამაშე, პეპი წინასწარ 2-3 ნაბიჯს გეგმავდა, რითაც გამოუვალ სიტუაციაში, ფაქტობრივად, არ ვარდებოდა. ის შესანიშნავად პროგრესირებდა და კიდევ უფრო ჭკვიანურ თამაშს სწავლობდა.

აშკარა იყო ის ფაქტი, რომ კატალონიელებს დიდებული ფეხბურთელი ეზრდებოდათ. დიდებული არა შესანიშნავი და გამაბრუებელი ტექნიკით, არამედ ტვინით.

Sportall.Ge





1994 წლის მაისი. მოწყენილი გვარდიოლა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მილანთან" 0:4 დამარცხდა.

ესპანელმა სპეციალისტმა "ბარსელონასა" და ზოგადად, ესპანეთს ჭკვიანი, სხარტი და შედეგიანი ნახევარმცველები აჩუქა. გვარდიოლას გარეშე ჩვენ ხავის, ინიესტასა და ბუსკეტსის ტრიოს ვერ ვიხილავდით (შესაძლოა, ფაბრეგასიც). ესპანელის დამსახურება უდიდესია. შექმნა სტილი, რითაც ამ სამ კაცს ვერავინ ვერაფერს უპირისპირებდა.  

"მანჩესტერ სიტის" ბოსი "ბარსელონას საოცნებო გუნდის" ერთგვარი ხერხემალი გახლდათ. პეპი მოგვევლინა, როგორც იშვიათი ტალანტი, რომელიც ასპარეზზე 1991-92 წლების სეზონში გამოვიდა, სადაც ის, 20 წლის ასაკში, უკვე ძირითადი გუნდის წევრი გახლდათ.

"ლა ბლაუგრანამ" ამ საოცარი ბიჭის მეშვეობით, ესპანეთის ჩემპიონატი და ევროპის თასი მოიგო, რაც "კამპ ნოუს" ერის საწყისი წერტილი გახლდათ. გვარდიოლასთან ერთად "ბარსელონამ" 5-ჯერ მოიგო ლა ლიგის ჩემპიონატი და გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი მატჩი შესთავაზა. 


Sportall.Ge

პეპ გვარდიოლა ევროპის თასით ხელში, 1992 წელი

შესაძლოა, პეპი გუნდში ყველაზე ეფექტური ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ მის გარეშე სისტემა ვერ შედგებოდა. გვარდიოლა მის გარშემო მყოფებს ყველანაირად ხელს უწყობდა, რათა მათ თავიანთი მაქსიმუმი წარმოეჩინათ. წარმოეჩინათ ისე, როგორც ამას აკეთებდა ბუსკეტსი "ბარსელონაში", ან თუნდაც ფერნანდინიო "მანჩესტერ სიტიში". 

გვარდიოლა საუკეთესო მოთამაშეებს კიდევ უფრო აძლიერებდა, რაც მას კიდევ უფრო დიდებულს ხდიდა.

ეს კი ვიდეო, თუ როგორ შეუძლია ესპანელ სპეციალისტს მონსტრის ჩამოყალიბება!

 




მომზადებულია 90MIN-ის მიხედვით.

 

alt1998 წელს მან სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, თუმცა იმედგაცრუებად იქცა

altუმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!





 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული