შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა უკრაინასთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთვის, სავარაუდოდ, A ლიგიდან გავარდნა ხელსაყრელი იქნება, მაგრამ მე საუკეთესო გუნდებთან თამაშს ვანიჭებ უპირატესობას. უკრაინას ძალიან კომპაქტური და ეფექტური ნაკრები ჰყავს, რომელსაც სახიფათო მომენტების შექმნა ეხერხება. ჩვენ წელს არც ერთი მატჩი არ მოგვიგია და გამარჯვება გვინდა", - ციტირებს პეტკოვიჩს უეფას საიტი.
ცნობისათვის, უკრაინელთა კიდევ 7 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრა შეიძლება არ ჩატარდეს.