ტევესის რეკორდი - ყვითელი ბარათი მე-3 წამზე

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა არგენტინის ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა.

"ტალერესთან" მატჩის მე-3 წამზე 36 წლის თავდამსხმელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ტომას პოჩეტინოს ფეხში ბუცის ქაცვები ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ტევესმა ბოლომდე ითამაშა, თუმცა მისი ორი თანაგუნდელი გააძევეს - მცველი კარლოს ისკერდოსი და ფორვარდი აგუსტინ ობანდო. 

გასულ ტურში ტევესი "ნიუელს ოლდ ბოიზის" მეკარე ალანე აგირეს ეუხეშა და მხარი ამოუგდო. მას ოპერაციას გაუკეთებენ და წელს ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული