"წიგნები რომ მქონოდა, ძალიან დამეხმარებოდა..." - მარკუს რაშფორდი

AutoSharing Option
მარკუს რაშფორდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, არა მარტო სუპერტალანტით, არამედ ქველმოქმედებითაცაა ცნობილი. 

როგორც ის იხსენებს, პირველად წიგნი 17 წლის ასაკში წაიკითხა. 

მას მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელსაც დრო არასდროს ჰქონდა, რათა შვილისთვის წიგნი წაეკითხა და ფული იმისთვის, რომ წიგნები ზოგადად ეყიდა. 

როგორც მარკუსი ამბობს:

"კითხვა არის საუკეთესო გზა, რომ გაექცე რეალობას და იმოგზაურო სხვა სამყაროში. წიგნები რომ მქონოდა, ძალიან დამეხმარებოდა, რათა თავი გაცილებით უკეთ მეგრძნო".

სწორედ ამიტომ, ინგლისელმა შემტევმა მკითხველთა კლუბი დააარსა. ის თანამშრომლობს ერთ-ერთ გამომცემლობასთან და სოციალური ქსელის დახმარებით ბავშვებს
კონკრეტულ წიგნებს ურჩევს. ასევე, ის მოუწოდებს ხალხს, ვისაც საშუალება აქვს, წიგნები გაიღონ, რათა ყველას ჰქონდეს წიგნის კითხვის შესაძლებლობა. 

ინგლისელი ძალიან კარგი ფეხბურთელი და პირველ რიგში, შესანიშნავი ადამიანია, რომელიც ცდილობს მის ქვეყანაში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს ყველანაირად გვერდში დაუდგეს. 

მომზადებულია news.sky-ს მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული