დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
მშვიდად განისვენე დიეგო! შენ საუკეთესო იყავი საუკეთესოთა შორის!! მადლობა ჩემი ბავშვობის ტკბილი საფეხბურთო მოგონებებისთვის..
გიგა
25 ნოემბერი 2020 23:44
1
მარადონა... რა მაგარი უნდა იყო, რომ ეს "თანწყობა", სამარადჯამოდ გააიგივო ფეხბურთთან. - თამაშთან, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. დიახ! ის გარდაიცვალა. მხოლოდ ფერი იცვალა და ის არასოდეს არ მოკვდება. ის ყოველთვის ცოცხალი იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით. მადლობა ლეგენდავ
ირაკლი
25 ნოემბერი 2020 23:43
0
ლეგენდები არასდროს მიდიან,ისინი მუდამ იქნებიან ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში!
Alex.F
25 ნოემბერი 2020 23:29
0
ჩემპიონატი მარტომ მოიგო და თან ფეხბურთში ხელით ულამაზესი გოლი გაარჭო ჩემპიონატზე
მახო
26 ნოემბერი 2020 02:27
4
წავიდა მარადონა და თითქოს ბურთი გაჩერდა! აცხონოს უფალმა!
ვახო...
25 ნოემბერი 2020 23:10
0
თითქოს ჩემი ბავშვობის ეპოქის მოგონების რაღაც ნაწილი დასრულდა...
buba
25 ნოემბერი 2020 23:08
1
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი!
თითქოს ფხბურთის ბურთი მისთვის იყო შექმნილი და რასაც ის ბურთით აკეთებდა იყო ჯადოქრობა და სასწაული!
მშვიდობით დიეგო!
მამუკა
25 ნოემბერი 2020 23:03
1
იყვნენ მანამდეც ლეგენდები,არიან ახლაც, იქნებიან მომავლშიც,მაგრამ ჩემთვის მარადონა თვითონ ფეხბურთია და ფეხბურთი მარდონაა!
gia jashi
25 ნოემბერი 2020 22:50
1
მარადონა ფეხბურთის ლომი იყო და ძალიან ბევრი თამაში ნაპოლიში და არგენტინის ნაკრებში როგორც იტყვიან მარტოს აქვს მოგებული.საშუალო ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახადა და თან ევროპის თასიც მოაგებინა.ასევე დიდი ღვაწლი აქვს არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებაში მსოფლიოზე და ასევე ფინალში გაყვანაზე.გთხოვთ დღეს მაინც ნუ დაწერთ მის უარყოფით მხარეებზე პირად ცხოვრებაში.
უ ფ ა ლ ო შ ე ი წ ყ ა ლ ე. ამაშია საქმე
25 ნოემბერი 2020 22:37
0
ცათა სასუფეველი მას, მეფეს და ლეგენდას....
პავლე
25 ნოემბერი 2020 22:35
0
ფეხბურთის გენია. მარადონამ ფეხბურთი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა თავისი ლამაზი და მიმზიდველი, განუმეორებელი თამაშით. არა მგონია, კიდევ დიდხანს გამოჩნდეს ესეთი "ზევარსკვლავი" ფეხბურთის სამყაროში. ღმერთმა აცხონოს მისი სული იმ ქვეყნად.
გიო
25 ნოემბერი 2020 22:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული