დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
რამდენს დასწყვიტა გული, მეც მათ შორის.. და სიმართლეც ვთქვათ - დაისვენა მაგ კაცმა! შეიწყალოს უფალმა.
SL
25 ნოემბერი 2020 22:01
7
"გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი ტრაური გამოცხადდა"

ტრაურში ალბათ გლოვას გულისხმობდით.
ტრაური
25 ნოემბერი 2020 21:54
1
ეპოქა დასრულდა დიდი! ღმერთმა აცხონოს, თუ ვინმეს ავნო ყველაზე მეტად საკუთარ თავს.
jjj
25 ნოემბერი 2020 21:51
0
საუკეთესო იყო თუ არა, მეტს მიაღწევდა თუ არა, ხელით გატანა სწორი იყო თუ არა, კოკაინის თუ კოკაინის გარეშე, სკანდალური თუ სამართლიანი - ყველა შემთხვევაში ეხლა გვაქვს სამყარო მარადონას გარეშე და ეს სერიოზული ცვლილებაა!
მიჩინიო
25 ნოემბერი 2020 21:45
0
გულით ვიტირე.
s
25 ნოემბერი 2020 21:35
0
Gmertma gaanatlos misi suli. Fexburtis istoriashi sheizleba sauketeso fexburteli, romelic janmrtelobas, samcuxarod, saertod ar ufrtxildeboda.
Goga
25 ნოემბერი 2020 21:19
0
გაანათლოს უფალმა მისი სული, უდიდესი ლეგენდა იყო ცხონებული. ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელის ბედი მარადონას მსგავსი იყო და ალბათ ესეც ნიჭის და უდიდესი ტალანტის გვერდითი მოვლენა არის, ის რაც მარადონას ჭირდა.
zaza
25 ნოემბერი 2020 21:16
1
არ მჯერა! შოკია! ასე უცბათ რა მოხდა?
gabo
25 ნოემბერი 2020 21:14
3
კაცი ლეგენდა. ძალიან გული დამწყდა
დავით 67
25 ნოემბერი 2020 21:14
0
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
giorgi dashniani
25 ნოემბერი 2020 21:12
8
მარადონაზე თუ წერ, წერე. მესის აქ მაინც შეეშვით, ვერა გრძნობ, რომ უადგილოა ეს შენი გამოხტომა?
გიორგი დაშნიანს
26 ნოემბერი 2020 10:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული